ჩოგბურთელი სერგეი სტახოვსკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა #1TVSPORT
უკრაინელი ჩოგბურთელი სერგეი სტახოვსკი თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერა – იტყობინება Sky Sports. 36 წლის ჩოგბურთელმა ეს გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგ მიიღო.
თავისი ბოლო მატჩი სტახოვსკიმ 13 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამართა და ამერიკელ ჯერი ვულფთან დამარცხდა. მომდევნო დღეს უკრაინელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
სტახოვსკის კარიერაში ATP-ის ოთხი ტიტული აქვს მოგებული. საუკეთესო პოზიცია ATP-ის კლასიფიკაციაში 2010 წლის სექტემბერში ჰქონდა – 31-ე ადგილი. „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირზე მისი საუკეთესო შედეგი 1/16 ფინალში გასვლა იყო.
სტახოვსკი იმით არის ცნობილი, რომ 2013 წელს უიმბლდონის მეორე წრეში როჯერ ფედერერი დაამარცხა და შეწყვიტა ლეგენდარული შვეიცარიელის შთამბეჭდავი სერია – „დიდი სლემის“ ტურნირებზე ზედიზედ 36 მეოთხედფინალი.