ჩოგბურთელების პროტესტის მიუხედავად, ამერიკის ღია ჩემპიონატი მაინც ჩატარდება
ჩოგბურთელების პროტესტის მიუხედავად, ამერიკის ღია ჩემპიონატი მაინც ჩატარდება

ამერიკის ღია ჩემპიონატის ხელმძღვანელობა ტურნირის გადადებას არ აპირებს, ინფორმაციას Forbes ავრცელებს. წყაროს ცნობით, პროფესიონალ ჩოგბურთელთა და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციებმა ტურნირის 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით ჩატარების გეგმაზე თანხმობა უნდა განაცხადონ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. მოსალოდნელია, რომ თამაშებზე მაყურებლები და ჟურნალისტები არ დაიშვებიან. ჩოგბურთელებს კი საკუთარი გუნდიდან თითო ადამიანის შეყვანა შეეძლებათ. ცოტა ხნით ადრე, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მას და რეიტინგის წამყვან პოზიციებზე მყოფ ჩოგბურთელთა უმეტესობას ამერიკის ღია პირველობაზე ექსტრემალურ პირობებში ასპარეზობა არ სურთ.