ჭკუასელიძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ჭკუასელიძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ) აშკარა უპირატესობით 8-0 მოუგო სომეხ ტადევოსიანს და ხვალ ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს კომაროვს შეხვდება.

ლერი აბულაძე (63 კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მედლისათვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან კი ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ) გააგრძელებს.

შეგახსენებთ,რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ასპარეზობა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. პირველი ადგილი დაიკავა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერა თეიმურაზ ვანიშვილმა (61კგ). ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი რამაზ თურმანიძე (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) გახდნენ.