ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა [ვიდეო]#1TVSPORT

ტაშკენტში დღეს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ჩვენი ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქში უძლიერესი შემადგენლობით არის ჩასული. პლანეტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, შეჯიბრის მეორე ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შეხვდა და დამატებით დროში იპონით დამარცხდა. ქართველი მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და ტურნირს დამსახურებულად დაემშვიდობა.

მსოფლიო პირველობაზე დღეს მედლები 60კგ-ში მამაკაცებში და 48კგ-ში ქალებში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

ტურნირის განრიგი:

6 ოქტომბერი: -48კგ, -60კგ

7 ოქტომბერი: -52კგ, -66კგ

8 ოქტომბერი: -57კგ, -73კგ

9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ

10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ

11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ

12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ

13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მსოფლიოს პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.