სტამბოლში მიმდინარე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე ქართველ და უკრაინელ მოჭიდავეებს შორის კონფლიქტი მოხდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს 79 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა – ქართველი მოჭიდავე უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5 ამარცხებდა. თუმცა, შეხვედრის ბოლო წამებზე მეტოქემ აკრძალული ხერხების გამოყენება დაიწყო, ბოლოს კი აშკარა უხეშობაზე გადავიდა. ბოლოს კი ზაკარიევმა ერბოწონაშვილს სახეში დაარტყა, რაზეც ქართველმაც უპასუხა.
ხალიჩაზე უკრაინელთა მწვრთნელი გამოჩნდა, რომელმაც ზურაბს ძლიერად დაარტყა – ამას მხარეებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა ორივე მოჭიდავე ტურნირიდან მოხსნეს.