ჩხეტიანმა „ბრაგას“ ყოფილი მოთამაშე დაიმატა - „ტორპედო“ პორტუგალიელი მცველით გაძლიერდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ საშემოდგომო ეტაპის განახლებამდე დაცვის გასაძლიერებლად ლეგიონერი დაიმატა – გუნდის ღირსებას ამიერიდან პორტუგალიელი მცველი დაიცავს.
ქუთაისურ გუნდში კარიერას პორტუგალიელი პედრო მონტეირო გააგრძელებს. 28 წლის გამოცდილი მოთამაშე პოზიციით ცენტრალური მცველია.
პედრო ფილიპე ტინოკო მონტეირო ვარჯიშობდა „პაკოშ ფერეირას“, „პორტოსა“ და „ფრემუნდეს“ საფეხბურთო აკადემიებში. პროფესიული კარიერა „ფრემუნდეში“ დაიწყო და გუნდთან ერთად პორტუგალიის მთავარ ლიგაში გადავიდა.
2015 წლის იანვარში იჯარით „ბრაგაში“ თამაშობდა. ასევე იჯარით გადავიდა ლიმასოლის „აპოლონში“, სადაც მოიგო კვიპროსის თასი. 2017 წლის 10 ივლისს შეუერთდა „ეშტორილს“. შემდგომში მონტეირომ იასპარეზა პორტუგალიის მეორე ლიგაში, ბოლოს ცენტრალური მცველი „აკადემიკო დე ვიზეუში“ თამაშობდა.