ჩხარტიშვილი ნახევარფინალშია და ოლიმპიადის ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT
ჩხარტიშვილი ნახევარფინალშია და ოლიმპიადის ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT

დღეს, 8 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშებისთვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირი დაიწყო – საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (77 კგ) გამოვიდნენ ტოკიო ოლიმპიადის საგზურებისთვის. დათო ჩხარტიშვილმა შესანიშნავად ჩაატარა ორი ბრძოლა და ნახევარფინალში მოლდაველ მოჭიდავეს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთვევაში კი ჩვენს ნაკრებს ოლიმპიადის მეხუთე საგზურს მოუტანს.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში დამარცხდა ბაკურ გოგოლი. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს ოთხ წონაში – 67, 87, 97 და 130კგ-ში ლიცენზიები უკვე მოპოვებული აქვს. ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.