ჩხარტიშვილი და გოგოლი დღეს სოფიაში ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას შეეცდებიან #1TVSPORT
ჩხარტიშვილი და გოგოლი დღეს სოფიაში ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას შეეცდებიან #1TVSPORT

დღეს, 8 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშებისთვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირი ჩატარდება – საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები – დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (77 კგ) ტოკიოს ოლიმპიადის საგზურების მოპოვებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს ოთხ წონაში – 67, 87, 97 და 130კგ-ში ლიცენზიები უკვე მოპოვებული აქვს. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.