ჩივაძის პრემიის მფლობელები ტალახაძე და დავითაშვილი გახდნენ

23:20, 28.12.2018

ნიკა ტალახაძე და ზურიკო დავითაშვილი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემიის მფლობელები არიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GFF AWARDS 2018 სეზონში გამორჩეულ 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ.

17-წლამდელი ფეხბურთელები

ოქროს მედალი – ნიკა ტალახაძე (საბურთალო, თბილისი)
ვერცხლის მედალი – ლაშა კვარაცხელია (დინამო, თბილისი)
ბრინჯაოს მედალი – ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი)

19-წლამდელი ფეხბურთელები

ოქროს მედალი – ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი)
ვერცხლის მედალი – ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი)
ბრინჯაოს მედალი – ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

კლუბები, რომლებმაც ეს მოთამაშეები გაზარდეს, ფულად ჯილდოს მიიღებენ. ბრინჯაოს მედალი – 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი – 3 000 ლარი, ოქროს მედალი – 5 000 ლარი.

მსგავსი