ჩისკოს პირველი გამარჯვება - „ანორთოსისს“ ლორიამ უკაპიტნა #1TVSPORT
ჩისკოს პირველი გამარჯვება - „ანორთოსისს“ ლორიამ უკაპიტნა #1TVSPORT

კვიპროსის სუპერლიგაში ჩისკო მუნიოსის და ქართველების „ანორთოსისმა“ კრიზისი დაძლია და მე-8 ტურის მატჩში „დოქსა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ფამაგუსტას გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გიორგი ლორიამ გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ავთო ებრალიძე ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარა. სტუმართა შორის კი რევაზ ინჯგია სათადარიგო იყო, მაგრამ არ უთამაშია.

„ანორთოსისი“ პირველ ტაიმში მეტოქის ავტოგოლით 24-ე წუთზე დაწინაურდა. 58-ე წუთზე ფამაგუსტელების უპირატესობა ორამდე ვარაზდატ აროიანმა გაზარდა, ხოლო მე-80 წუთზე საბოლოო ანგარიში ანდრეას ხრისტოსტომუმ დააფიქსირა 3:0.

„დინამო თბილისის“ ყოფილმა ლიდერმა და მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა „ანორთოსისი“ მოედანზე დანიშვნის შემდეგ მესამედ გაიყვანა და პირველი მატჩი მოიგო.

მე-8 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა – ფამაგუსტელები მე-7 პოზიციაზე არიან.