თბილისის „დინამოდან” ჩისკო მუნიოსის წასვლის მიზეზი პროფ სამწვრთნელო ლიცენზიის არქონა გახდა – ინფორმაცია თავად ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა.
საქმე ისაა, რომ უეფა-მ ბოლო დროს მწვრთნელების მიმართ მოთხოვნები გაამკაცრა, ევროპულ გაერთიანებაში შემავალ 55-ვე ქვეყანას ევალება, რომ ეროვნული ჩემპიონატის (დაბალ ლიგებს ეს არ ეხება) ყველა გუნდის მთავარი მწვრთნელი პროფ-ლიცენზიის მფლობელი უნდა იყოს, რომლის კურსებსაც უეფა ხელმძღვანელობს.
ჩისკო მუნიოსი თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო და ჩისკო მუნიოსმა გუნდში 2019 წლის იანვარში მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. რეალური მთავარი მწვრთნელი ის იყო, მაგრამ სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, ამ პოსტზე პროფ-ლიცენზიის მქონე ფელის ვისენტე ფიგურირებდა. მათი ხელმძღვანელობით „დინამომ“ სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.
ახლა კი ჩისკო მუნიოსი თბილისის „დინამოდან“ სწორედ ამ მიზეზის გამო გაუშვეს, რადგან უცნობი იყო, პროფ-ლიცენზიას როდის მიიღებდა. სხვაგვარად, მას თბილისის „დინამოს“ სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლებაც არ ექნებოდა, ასეთი მწვრთნელი კი ნაკლებად ეფექტურია.