ჩისკო მუნიოსი თბილისშია და თბილისის „დინამოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაცია ამის შესახებ კარგად ინფორმირებულმა პირმა პირველ არხს დაუდასტურა.
„დინამოს“ ყოფლი კაპიტნისა და ლიდერის კანდიდატურა თბილისური კლუბის მწვრთნელად განიხილება – დანარჩენი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი და კაპიტანი გუნდში 2011-2014 წლებში თამაშობდა და ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. კარიერა მან ესპანეთის მეორე დივიზიონის ტარაგონას „ხიმნასტიკში“ გააგრძელა, იქვე დაასრულა თამაში და სამწვრთნელო შტაბში გადავიდა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ჩისკოს ისეთ სახელოვან გუნებში უთამაშია, როგორებიცაა „ბეტისი“ და „ვალენსია“.
საინტერესოა, რომ ესპანელი თავდმსხმელის თბილისური კლუბიდან წასვლის შემდეგ „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ ჩისკოს, ადრე თუ გვიან, მთავარ მწვრთნელად დააბრუნებდა.