ჩისკო მუნიოსი - ძალიან რთული სეზონი იყო, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ
„დინამო თბილისმა“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-18 ტურის შეხვედრა თბილისის „მერანთან“ 3:0 მოიგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეთვრამეტედ დაეუფლა.
თბილისურმა კლუბმა ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო ესპანელ სპეციალისტ ჩისკო მუნიოსთან ერთად, რომელმაც გუნდი ევროტურნირზე ალბანურ „ტირანასთან“ მარცხის შემდეგ ჩაიბარა.
ჩისკო მუნიოსმა მატჩზე და მოპოვებულ ჩემპიონობაზე კომენტარი გააკეთა და არც იმის აღნიშვნა დაავიწყდა, რომ 2020 წელის „დინამოსთვის“ რთული გამოდგა.
„ძალიან რთული სეზონი იყო. კორონავირუსის და სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრი პრობლემა შეგვექმნა. მაგალითად, სეზონის გამო სხვადასხვა დროს გუნდს 12 მოთამაშე ვერ ეხმარებოდა. ამის მიუხედავად, გუნდმა ჩემპიონობის მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთა, მიზანს მაინც მიაღწია და საქართველოს ჩემპიონი გახდა, რასაც გუნდს ჩვენს გულშემატკივრებს ვულოცავთ“, – განაცხადა ჩისკო მუნიოსმა.