ჩინეთის მთავრობამ კიბერსპორტი 19 ახალ პროფესიას შორის შეიტანა, რომელიც ქვეყანაში 2019 წლიდან გაჩნდება.
ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან კიბერსპორტული დისციპლინებით, დაარქმევენ „პროფესიონალ მოთამაშე ოპერატორებს“, – წერს „ტექნოუდი“ (Technode). მთავრობა არ აზუსტებს, რა უფლებამოსილება ექნებათ მათ.
2018 წლის სექტემბერში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში კიბერსპორტს არ შეიტანენ ოლიმპიურ პროგრამაში.
ჩინეთი შედის უძლიერეს ქვეყნებს შორის „დოტა 2“-ს (Dota 2) და „ლიგ ოვ ლეჯენდსის“ (League of Legends) დისციპლინებში.