ჩინეთში იგეგმება ამხანაგური მატჩი „ინტერ მაიამისა“ და „ალ-ნასრს“ შორის #1TVSPORT
ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შეიძლება ისევ შეხვდნენ საფეხბურთო მოედანზე.
საუდის არაბეთის გაზეთის, Al-Bilad-ის ჟურნალისტმა, ალი აბდალაჰმა დაწერა, რომ საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიას სურს ამხანაგური მატჩის ორგანიზება, რომელშიც რონალდოს „ალ-ნასრი“ შეხვდება მესის „ინტერ მაიამის“. მატჩში ყველა ვარსკვლავმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, არგენტინელმა და პორტუგალიელმა.
აღნიშნავენ, რომ ცდილობენ შეხვედრის ჩინეთში ორგანიზებას.
მესიმ და რონალდომ 2023 წლის დასაწყისში მონაწილეობა მიიღეს ამხანაგურ მატჩში, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ ერ-რიადის ნაკრებს შეხვდა.