ჩინეთის პრეზიდენტი პეკინის ოლიმპიადის საორგანიზაციო შტაბს ეწვია
ჩინეთის პრეზიდენტი პეკინის ოლიმპიადის საორგანიზაციო შტაბს ეწვია
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების უშუალოდ გასაცნობად პეკინი 2022-ის შტაბ-ბინას ეწვია.

ჩინეთის პრეზიდენტმა თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს მოუწოდა შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისობით დროულად დასრულდეს. ქვეყნის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2022 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი „მწვანე, ღია, სუფთა და ინკლუზიური“ ღირებულებების ერთგული დარჩეს.

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, არენების მოწყობისას უნდა გაითვალისწინონ მოწინავე ტექნოლოგიები, ენერგორენტაბელურობა, გარემოზე ზრუნვა. დაცული უნდა იყოს კულტურული და ეკოლოგიური რელიქვიები და სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩინური სტილი.

პეკინი 2022 წლის შემდეგ პირველი ქალაქი იქნება რომელმაც ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.