ჩინეთის ნაკრები სამი ბრაზილიელით გაძლიერდა
ჩინეთის ნაკრები სამი ბრაზილიელით გაძლიერდა

ჩინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლი ტემ გუნდში მიიწვია სამი ნატურალიზებული ფეხბურთელი. ჩინეთის ნაკრები შანხაიში შეიკრიბა და დაიწყო მზადება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, – დაწერა „ტიტან სპორტმა“.

ნაკრების ბანაკს შეუერთდნენ ელკესონი, ალოიზიო და „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი ნიკო იენარისი, რომელიც ინგლისშია დაბადებული.

გასულ წელს, 30 წლის ელკესონი გახდა პირველი არაჩინელი ფეხბურთელი, ვინც ჩინეთის ნაკრებში მიიწვიეს. 26 წლის იენარისს, რომელსაც ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ჩინელი დედა ჰყავს.

„ევერტონის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ლი ტემ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარჩელო ლიპი შეცვალა, რომელიც გასული წლის ნოემბერში გაანთავისუფლეს სირიის ნაკრებთან სენსაციური წაგების შემდეგ.