ჩინეთის გრანპრის გაუქმება ემუქრება
ჩინეთის გრანპრის გაუქმება ემუქრება

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, შესაძლოა, ფორმულა 1-ში ჩინეთის გრანპრი გააუქმოს. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში წერია. მიზეზი კი ჩინეთში შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი აკვირდებიან კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და არ გამორიცხავენ ჩინეთის გრანპრის გაუქმებას. კერძოდ, ამ საკითხით დაკავებულია ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის სამედიცინო კომისიის ხელმძღვანელი, პროფესორი ჟერარ საიანი.

ჩინეთის გრანპრი კალენდარში ჩანიშნულია 19 აპრილისთვის. მიუხედავად ამისა, დიდია რბოლის გაუქმების ალბათობა.