ჩილეს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად კოლუმბიელი სპეციალისტი რეინალდო რუედა დაინიშნა, – წერს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
60 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე გაფორმდა. ხელშეკრულება გახანგრძლივდება, თუ ჩილე ყატარის მუნდიალზე გასვლას შეძლებს.
ადრე, კოლუმბიელმა მწვრთნელმა ჰონდურასის ნაკრებს მოაპოვებინა მუნდიალის საგზური, ხოლო მისი კარიერის მთავარი მიღწევაა ლიბერტადორესის თასის მოგება “ატლეტიკო ნასიონალთან” ერთად.
რუედამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხუან ანტონიო პიცი შეცვალა, რომელმაც გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა.