ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა განაცხადს შეიტანს 2036 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობაზე.
„ჩვენ ვიწყებთ გზას იმისკენ, რომ ჩილე თავის ისტორიაში პირველად გახდეს ოლიმპიური თამაშების ჩატარების კანდიდატი. ამ მიზნით სპორტის მინისტრმა ოფიციალურად გამოთქვა ჩვენი მზადება ჩილეს ეროვნული ოლიმპიური კომიტიტს წინაშე, რათა დაიწყოს განაცხადის მზადების პროცესი 2036 წლის თამაშების სამასპინძლოდ“, – განაცხადა ბორიჩმა.
ჩილესთან ერთად 2036 წლის ოლიმპიური თამაშების მისაღებად იბრძოლებენ მექსიკა, პოლონეთი და ინდოეთი.