ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ „სიტის“ „რეალთან“ მოუწევს თამაში.
„რასაკვირველია, ძალიან ძნელი იქნება. მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებულები არიან. „რეალი“ ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო კლუბია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივისწრაფით, ვიყოთ ძლიერები და ამიტომაც „სიტის“ მათი დამარცხება შეუძლია. ყოველთვის სასიამივნოა მადრიდში ჩასვლა და „ბერნაბეუზე“ თამაში“, – მოჰყავს BBC-ს ბეგირისტაინის სიტყვები.