„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი: "ბეითარის" შეცდომების გამოყენებას შევეცდებით
„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი: "ბეითარის" შეცდომების გამოყენებას შევეცდებით

დღეს, საჩხერეს „ჩიხურა“ იერუსალიმში „ბეითარ ტრამპს“ განმეორებით მატჩში დაუპირისპირდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა და დღეს გასვლაზე ქართულ გუნდს ურთულესი თამაში ელის.

საჩხერის ,,ჩიხურამ” ,,ტედი სტედიუმზე” წინა სამატჩო ვარჯიში გამართა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ებრაელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

“პირველი თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს გვქონდა. “ბეითარი” ახალი დაკომპლექტებული გუნდია და ბევრი შეცდომები ჰქონდათ. ჩვენ მათი შეცდომების გამოყენებას შევეცდებით” – ამბობს ფრუიძე.

განმეორებითი შეხვედრას ისრაელში იტალიელი არბიტრი მარკო დი ბელიო განსჯის. თამაში “ტედი სტედიუმზე” თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.