„ჩიხურას“ მორიგი ტრანსფერი - საჩხერელებს „დილას“ ნახევარმცველი დაეხმარება #1TVSPORT
საჩხერის „ჩიხურამ“ კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა – გუნდში გორის „დილას“ ნახევარმცველი გადავიდა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„გიორგი ალიმბარაშვილი საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელია. გიორგი სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით, გუნდს გორის „დილადან” შეუერთდა. 19 წლის ნახევარმცველი სწორედ გორის „დილას“ აღზრდილია, გასულ სეზონში კი „გორში“ გამოდიოდა. ალიმბარაშვილი „ჩიხურაში“ 20 ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია „ჩიხურას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
საჩხერეს „ჩიხურამ“ სეზონის დაწყების შემდეგ რამდენიმე მოთამაშე დაიმატა – ანდრე ნონოსი, ლაშა აწყურელი, გიორგი შალიკაშვილი, სანდრო ტატიშვილი, კაკი ქიმერიძე, ნოდარ თუთაშვილი, თორნიკე მეტრეველი, ცოტნე სამუშია, გიორგი ღვინაშვილი, ბრაზილიელები, საულო დე აკინიო და ვაგნერ დო კარმოსაულ აკინო, ასევე იტალიური „კალიარის“ აკადემიის აღზრდილი, 19 წლის ნახევარმცველი მოჰამედ კამარა.