„ჩიხურას“ ევროსარბიელი და მატჩის თარიღი შეუცვალეს
„ჩიხურას“ ევროსარბიელი და მატჩის თარიღი შეუცვალეს

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას სხვა სტადიონზე და სხვა დღეს გამართავს, ვიდრე ეს უეფას წილისყრის შემდგე იყო ცნობილი – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საჩხერის „ჩიხურას“ და ქუთაისის „ტორპედოს“ საშინაო სტადიონებზე სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორივე გუნდმა ევროპის ლიგის მატჩების საშინაო არენად მიხეილ მესხის სახლოების სტადიონი მიუთითა.

ნიონში, უეფას ოფისში გამართული კენჭისყრის შედეგებმა კი „ტორპედოს“ და „ჩიხურას“ ხელმძღვანელობას საფიქრალი გაუჩინა, რადგან ორივე გუნდს საშინაო მატჩები ერთ დღეს, 18 ივლისს უნდა გაემართა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჩხერეს „ჩიხურა“ ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ არა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, არამედ, „დინამო არენაზე“ 18 ივნისს უმასპინძლებს. ამავე დროს, მატჩის თარიღიც შეიცვალა და ლუქსემბურგელებს საჩხერელები 17 ივლისს უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ „ჩიხურა“ „ფოლა ეშს“ პირველად სტუმრად, 11 ივლისს, ლუქსემბურგში სტადიონ „ემილ მაიშზე“ დაუპირისპირდება, თბილისი კი განმეორებით მატჩს უმასპინძლებს.

რაც შეეხება მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას, იმ შემთხვევაში, საჩხერლები „ფოლა ეშის“ ბარიერს თუ დაძლევენ, მეორე ეტაპზე შოტლანდიურ „აბერდინსა“ და ფინურ „როვანიემს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.