„ჩიხურამ“ თურქეთში შეკრება დაიწყო
„ჩიხურამ“ თურქეთში შეკრება დაიწყო

საჩხერის „ჩიხურა“ თურქეთში გაემგზავრა და დაბა ბელეკში ორკვირიან სამწვრთნელო შეკრებას გაივლის.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ თურმანიძემ თურქეთში 24 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, ავთო კაპანაძე

მცველები: შოთა კაშია, გიორგი კორიფაძე, გოდერძი მაჩაიძე, ირაკლი კამლაძე, ალექსანდრე ტეფნაძე, ოლეგ მამასახლისი, ლაშა ჩიკვაიძე, ოთარ ჯავაშვილი, თენგო ბუღაძე

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე, ლევან ნონიკაშვილი, თენგო წიქარიძე, შოთა გვაზავა, კახა კახაბრიშვილი, რეზო ღავთაძე, ვანო შარვაძე, ნიკა კაპანაძე, ივან ფოცხვერია

თავდამსხმელები: ბესიკ დეკანოიძე, ირაკლი ლექვთაძე, ვილი ისიანი.