ჩიხურამ სამტრედიას მოუგო, გაბედავამ ბომბარდირობა განიმტკიცა
ჩიხურამ სამტრედიას მოუგო, გაბედავამ ბომბარდირობა განიმტკიცა

გიორგი გაბედავამ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა, სახჩერეს „ჩიხურას“ კი მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

საჩხერულმა კლუბმა ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო შეხვედრაში „სამტრედიას“ უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. გიორგი გაბედავამ ანგარიში 56-ე წუთზე გახსნა, ხოლო 86-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ბომბარდირებში 16 გოლით პირველობა განიმტკიცა. მეორე-მესამე ადგილზე 13-13 გოლით გორის „დილას“ თავდამსხმელები, ლეანდრო რიბეირო და მიკოლა კოვტალიუკი არიან.

„ჩიხურა“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 13 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.