ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-16 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა – ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „სამტრედია“ ერთ-ერთ ლიდერს, საჩხერეს „ჩიხურას“ მასპინძლობდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა: 52-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი გაბედავამ გოლად აქცია და “ჩიხურა” დააწინაურა 0:1.
მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და საჩხერელებმა ანგარიშზე მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს.
“ჩიხურა“ 28 ქულით ისევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ უახლოეს მდევარ ქუთაისის “ტორპედოსთან” უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. “სამტრედია” კი 9 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.