„ჩიხურა“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა
„ჩიხურა“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-3 ტურის მორიგ მატჩში „ვიტ ჯორჯიამ“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლები დაწინაურდნენ: „ვიტ ჯორჯია“ მე-4 წუთზე პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

საჩხერელებმა ანგარიში 47-ე წუთზე გაათანაბრეს. გიორგი კორიფაძის პასით დავით მაისაშვილმა ისარგებლა და მეტოქის კარი აიღო 1:1. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ „ვიტ ჯორჯიამ“ მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაუშვა.

სამი ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წელს დაწინაურებულ „ვიტ ჯორჯიას“ ჯერ თამაში არ წაუგია, ხუთი ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა. საჩხერეს „ჩიხურამ“ კი ამეჯრადაც ვერ მოიგო და ორი ქულით მე-8 პოზიციაზეა.