თურქულ შეკრებაზე მყოფმა საჩხერის “ჩიხურამ“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.
საქართველოს თასის მფლობელთა მეტოქე პოლონეთის პირველი ლიგის ,,პოდბესკეჟიე“ იყო. პირველ ტაიმში ანგარიში გიორგი გაბედავამ პენალტით გახსნა, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობას პოლონელები დაეუფლნენ და 78-ე წუთზე კონრად გუტოვსკიმ წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
პოლონურ გუნდში ქუთაისის ”ტორპედოდან” ახლახანს გადასულმა გუგა ფალავანდიშვილმა ითამაშა.”პოდბესკეჟიეს” ვებ-გვერდის ცნობით, ის გუნდში საუკეთესო იყო.
,,ჩიხურამ” პირველი ამხანაგური მატჩი ესტონეთის ვიცე-ჩემპიონ ”ლევადიასთან” 1:5 წააგო. საჩერელები თურქულ შეკრებაზე მორიგ შეხვედრას 15 თებერვალს ყაზახეთის ”კაისერთან” გამართავენ.