ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-3 ტურში კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა. თბილისის ”დავით პეტრიაშვილი არენაზე” საჩხერის ”ჩიხურამ” ”რუსთავს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში დატრიალდა: 73-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა რუსთაველთა ლეგიონერს, გეორგი გაბულოვს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ამან სტუმრები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, საჩხერელებმა კი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90+2 წუთი) დავით იონანიძის გოლით გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვებით საჩხერელებმა 7 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცნენ.