დღეს, 2 აგვისტოს, საჩხერის ,,ჩიხურა“ უეფა ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიაში ,,მარიბორის“ წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრას გამართავს.
საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ, მომავალ მატჩზე ილაპარაკა.
„პირველ შეხვედრაში გუნდებმა ერთმანეთი გავიცანით და ურთულეს მატჩს ველოდებით. „მარიბორი“ ძალიან კარგად დაკომპლექტებული მეტოქეა. თუმცა, ამ დონის გუნდებთან გვითამაშია – „ბურსასთან’’, „ბეითართან’’ და შედეგსაც მივაღწიეთ. „მარიბორთანაც“ იგივეს შევეცდებით“ – ამბობს სოსო ფრუიძე.
საჩხერელები „მარიბორის“ წინააღმდეგ სათამაშოდ შემდეგი შემადგენლობით გაემგზვარნენ:
დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა „ჩიხურასა“ და „მარიბორს“ შორის “ლიუდსკი ვრტ’’ არენაზე დღეს, თბილისის დროით, 22:15 საათზე დაიწყება.
გულშემატკივარი მატჩის რეპორტაჟის ხილვას “ჩიხურას” ფეისბუქ-გვერდიდან შეძლებს.