საფეხბურთო კლუბმა საჩხერის „ჩიხურამ“ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს. საერთო ძალებით, მალე საჩხერეში საფეხბურთო აკადემიის ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით და ადგილობრივი ძალებით დავიწყეთ საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას” აკადემიის ბაზაზე სათადარიგო საფეხბურთო მოედნის მოწყობა. მოედანზე თანამედროვე ხელოვნური საფარი დაიგება და მოეწყობა სავარჯიშო კედლები! მოედნის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდებას” – წერია კლუბის ოფიციალურ ცნობაში.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ აკადემია დიდი ხანია, რაც არსებობს და საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა გააჩნია. მაგრამ საფარი შელახული იყო და სავარჯიშოდ აღარ ვარგოდა. ამ პროექტსი განხორციელებით კი „ჩიხურას“ აკადემიის 400-მდე დამწყები ფეხბურთელი უკეთეს პირობებში ივარჯიშებს.