„ჩიხურა“ 0-0 „მარიბორი“ - ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი (ვიდეო)

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საჩხერის „ჩიხურამ“ სლოვენიური „მარიბორი“  თბილისში, „მიხეილ მესხზე“ მიიღო. „მარიბორი“ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა სოსო ფრუიძის გუნდმა მეტოქეს ტოლი არ დაუდო და საბოლოო ჯამში თამაში ფრედ, 0-0 დასრულდა.

„ჩიხურა“ პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა ბურთს და თამაშის ტემპს, მაგრამ როდესაც ბურთით სლოვენიელები იყვნენ მასპინძლების კართან სახიფათო მომენტები იქმნებოდა.

მეორე ტაიმში ინიციატივას კვლავ „ჩიხურა“ ფლობდა, „მარიბორი“ კი არ რისკავდა და შეტევაში იშვიათად გადადიოდა. მატჩის ბოლო წუთებზე საჩხერული კლუბი კიდევ უფრო გააქტიურდა და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნა, 89-ე წუთზე ბუღრიძეს ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი, მაგრამ ძალზედ არაზუსტად დაარტყა. ზუსტად ერთ წუთში მომენტი მეგრელიშვილს შეექმნა – მისი ძლიერი გასროლა ჰანდანოვიჩმა მოიგერია. მეორე დამატებულ წუთზე „ჩიხურამ“ შესანიშნავი შეტევა განავითარა და ბურთი კარისკენ წავიდა, მაგრამ ჰანდანოვიჩმა კვლავ უშეცდომოდ ითამაშა. საბოლოო ანგარიში – 0-0.

კლუბებს შორის მომდევნო შეხვედრა 2 აგვისტოს გაიმართება.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ტორპედომ“ „ვიკინგურს“ უმასპინძლა და მეტოქე იოლად – 3-0 დაამარცხა.