ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის წესების ცვლილებებზე ინფორმაციას აქვეყნებს
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის წესების ცვლილებებზე ინფორმაციას აქვეყნებს

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წესების შეცვლის დეტალებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ჭიდაობის მმართველი ორგანოს მიზანია ბერძნულ-რომაული ჭიდაობა უფრო აქტიური, შემტევი და დინამიური გახადოს.

მაგალითად, თუ საწყისი 2 წუთი უქულოდ ჩაივლის, პასიური მოჭიდავე გაფრთხილებას და „პარტერს“ მიიღებს, ხოლო აქტიურ მოჭიდავეს ერთი ქულა მიეცემა. აქედან გამომდინარე, მეორე რაუნდში პასიური სპორტსმენი იძულებული იქნება ქულა გაქვითოს. თითოეული გაფრთხილება თითო ქულად შეფასდება.

ასევე მკაცრად დაისჯება ეგრეთ წოდებული „ჭუჭყიანი“ ჭიდაობა, მათ შორის, ბლოკირება, მიწოლა, თითების დაჭერა, გათიშვა.

ამას გარდა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობას 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ გაუქმებული „პარტერი“ უბრუნდება.

ჭიდაობის ახალ წესები შარშან, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად განიხილეს.