ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტები [ფოტო]
ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტები [ფოტო]

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში დღეს სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. დღეს ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ხვალ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები სამ 55, 67 და 87 კგ. წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

55 კგ.
ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
ნუგზარ წურწუმია (ხობი)

67 კგ.
საჩინო დავითაია (სენაკი)
მურად მიქელაძე (აჭარა)

87 კგ.
ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)

თავისუფალ ჭიდაობაში კი ხვალ გამარჯვებულები ოთხ წონით კატეგორიაში დასახელდებიან.

65 კგ.
ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

79 კგ.
ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

86 კგ.
სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი)

97 კგ.
ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

ხვალ 17:00 საათიდან მეორე არხის მაყურებელი ფინალურ შეხვედრებს პირდაპირ ეთერში იხილავს.