ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი დღის ფინალური წყვილები გაირკვა [ფოტო]
სპორტის სასახლეში მიმდინარე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის. ბოლო სამ-სამი ფინალური წყვილი გაირკვა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ოქროს მედლებისთვის, დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში შემდეგი სპორტსმენები იბრძოლებენ:
57 კგ
ლაშა ლომთაძე (ქუთაისი) – ოთარ გოგავა (ხონი)
74 კგ
ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) – გიორგი სულავა (ქუთაისი)
92 კგ
დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი) – ირაკლი მწითური (თბილისი)
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაშიც. აქ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას შემდეგი მოჭიდავეები შეეცდებიან:
63 კგ
ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი) – ლერი აბულაძე (აჭარა)
77 კგ
დემურ ქავთარაძე (გარდაბანი) – ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
82 კგ
ლაშა გობაძე (აჭარა) – გელა ბოლქვაძე (აჭარა)
აღნიშნული ფინალური შეხვედრები ხვალ 15:00 საათზე დაიწყება. როგორც წინაა დღეებში, ასევე ტურნირის ბოლო დღესაც, გადამწყვეტ ორთაბრძოლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.