ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად, მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად, მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების, UWW-ს ბიუროს გაფართოებულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად, სერბეთის დედაქალაქში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება.

„5 ნოემბრამდე, UWW-ში შემავალ ყველა ქვეყანას უნდა დაედასტურებინა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში ბელგრადში იგეგმებოდა. აუცილებელი იყო მსოფლიოს ათი საუკეთესო ქვეყნიდან რვა-ს მაინც გაემოთქვა მონაწილეობის დასტური, ასევე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, სპორტსმენთა 70%-ს. თუმცა, ბევრმა ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის გამო სერბეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

„პანდემიის ეპოქაში მთავარია, უსაფრთხოდ ჩავატაროთ ყველა შეჯიბრება, ვირუსის გაგრძელების გამო არ გვქვს საშუალება სრულყოფილი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების, საბოლოოდ კი მსოფლიო ინდივიდუალური თასის გათამაშება გაიმართება, რომელიც მსოფლიოს მცირე ჩემპონატი იქნება. მსოფლიო თასისთვის განსაზღვრულია სოლიდური საპრიზო ფონდი – 300 000 შცეიცარიული ფრანკი, რომელიც 30 წონით კატეგორიაზე გადანაწილდება. უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ მსოფლიოს თასის დებულების საბოლოო დეტალებს“, – განაცხადა UWW-ს პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა.