ჭიდაობა | ზაზა ჯიბლაძემ ოლიმპიური თამაშების ფინალი იმსაჯა #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობები დასრულდა.
საერთაშორისო ფედერაციამ 67კგ წონითი კატეგორიის ფინალის განსჯა ქართველ ზაზა ჯიბლაძეს ანდო.
შეხვედრა უკრაინელ ფავრიზ ნასიბოვსა და ირანელ საიდ ისმაილს შორის გაიმართა, გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში (6-5) ირანელ სპორტსმენს დარჩა.