ჭიდაობა | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში არიან ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომლებიც ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – გოგა ძიგუა
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – ედემი ბოლქვაძე
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი
მსოფლიო ჩემპიონატს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ორი ოქტომბრიდან უმასპინძლებს.