ჭიდაობა - მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი იასპარეზებს.
ჩვენი ქვეყნის ღირსებას დათო ჩხარტიშვილი (60 კგ), გიორგი კურტანიძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დაიცავენ. შეხვედრები 13:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ,რომ 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუშინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთმა ქართველმა იაპარეზა. მათგან სამი – ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) დღეს ფინალში იჭიდავებენ.
ერთი ქართველი ბექა მამუკაშვილი (77კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან გააგრძელებს.
ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ასპარეზობა ადრეულ ეტაპზე დაასრულა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.