ჭიდაობა - მელია ნახევარფინალშია, წურწუმია და გობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ
ჭიდაობა - მელია ნახევარფინალშია, წურწუმია და გობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა. გიორგი მელიამ (97 კგ) კარგად დაიწყო გამოსვლა და მეოთხედფინალში ფრანგი მოჭიდავე დამაჯერაბლად დაამარცხა. ის ნახევარფინალში მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონს, სომეხ არტურ ალექსანიანს დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) ეგვიპტელ ელსაიედთან და გურამ ხეცურიანმა (87 კგ) აზერბაიჯანელ აბასოვთან 1/16 ფინალური შეხვედრები დათმეს.

დღევენადელ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატის მედლებთან ერთად ტიოკიო 2020-ის ოლიმპიური ლიცენზიებიც გათამაშდება, რომლებსაც თითოელ წონაში ექვსი საუკეთესო ფალავანი მიიღებს.

ნახევარფინალები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) ფინალურ შეხვედრებს გამართავენ.

ოქროს მედლისთვის წურწუმია მასპინძელ ზაკანშას, ხოლო გობაძე აზერბაიჯანელ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება.

ფინალები 17:00 საათიდან გაიმართება.