ჭიდაობა | მამიაური და ხუჭუა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
დღეს, 17 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 23-წლამდელთა შორის. პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57-65-70-79-97 კგ კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ საასპარეზოდ.
საქართველოს სახელით რამაზ თურმანიძემ (57 კგ), გიორგი ჭოლაძემ (65 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ), გოგა მამიაურმა (79 კგ) და ლუკა ხუჭუამ 97 კგ) იჭიდავეს, საიდანაც ნახევარფინალში ორ მათგანს – მამიაურს და ხუჭუას ვიხილავთ.
პირველი სპორტსმენი თურქ, ხოლო მეორე ქართველი ფალავანი რუს მოჭიდავეს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალები 20:00 საათზე დაიწყება, ფინალურ ბლოკი კი ხვალ გაიმართება.