ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა ჭიდაობაში და დღესვე ხალიჩაზე თავისუფალ ჭიდაობაში 57-65-70-79-97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავნები წინასწარ და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს სახელით დღეს გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), ამირან ვახტანგიშვილი (65 კგ), ოთარ ბაგაური (70 კგ), ბაგრატ გაგნიძე (79 კგ) და გივი გოგობერიშვილი (97 კგ) იჭიდავებენ.