ჭიდაობა | ანდრო მარგიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TSPORT
ჭიდაობა | ანდრო მარგიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ფალავანი ანდრო მარგიშვილი ნახევარფინალში მოლდოველ იონ დემიანთან დამარცხდა და 24 ოქტომბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ტურნირი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გახსნეს. მარგიშვილის გარდა, დღეს შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების წევრები ნიკა ზაქაშვილი (61 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), დავით კოღუაშვილი (86 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გამოვიდნენ, მაგრამ მედლისთვის მხოლოდ მარგიშვილი იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ლუკა ღვინჯილია;

61 კგ – ნიკა ზაქაშვილი;

65 კგ – გოგა ოთინაშვილი;

70 კგ – გიორგი ელბაქიძე;

74 კგ – გიორგი გოგრიჭიანი;

79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე;

86 კგ – დავით კოღუაშვილი;

92 კგ – ანდრო მარგიშვილი;

97 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი;

125 კგ – სოლომონ მანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ჩემპიონების რანგში გამოვლენ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.