ჭიჭინაძე გორის „დილაში“ ითამაშებს
ჭიჭინაძე გორის „დილაში“ ითამაშებს

ანრი ჭიჭინაძე კარიერას „დილაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას 23 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერზე გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ანრი ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ბოლოს კი თბილისის „საბურთალოს“ რიგებში ასპარეზობდა. ახალგაზრდა მცველი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია, რომლის შემადგენლობაშიც გახდა საქართველოს თასისა და საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული“ – წერია დილას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ანრი ჭიჭინაძე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. ბოლოს 21-წლამდელთა რიგების წევრი იყო, რომლის ფორმითაც ხუთი მატჩი ჩაატარა, 2020 წელს კი „საბურთალოს“ ფორმა 12 მატჩში მოირგო.