ჭიაბრიშვილის წარმატებული დებიუტი - ბათუმის „დინამომ“ კაცნაკლული „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ჭიაბრიშვილის წარმატებული დებიუტი - ბათუმის „დინამომ“ კაცნაკლული „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოში“ მთავარი მწვრთნელის როლში გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა – საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლებულ ეროვნული ლიგაში შინ კაცნაკლული „გაგრა“ 3:2 დაამარცხა.

ბათუმის საფეხბურთო ცენტრში გამართულ 29-ე ტურის დაპირისპირებაში „დინამოში“ ახალი მწვრთნელის მისვლით შემადგენლობაში მცირე ცვლილებები მოხდა. ბათუმელებმა ანგარიში მე-12 წუთზე ფლანგური შეტევის შემდეგ გახსნეს. კარის წინ მარიო ბალბურდია გაიხსნა და „გაგრას“ თავით გაუტანა.

45+5-ე წუთზე „გაგრის“ მოთამაშე გიორგი უბილავა გააძევეს და სტუმრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ამით ბათუმელებმა მეორე ტაიმში ისარგებლეს და რეზი ინჯგიას (61) გოლით სხვაობა გაზარდეს.

კაცნაკლულმა „გაგრამ“ ბოლომდე იბრძოლა და ბათუმელთა კარი ორჯერ აიღო. ანგარიში ჯერ ბექა გაბისკირიამ (68) შეამცირა. მალე „დინამოს“ ლეგიონერმა, არტიომ მილჩენკომ (71) სხვაობა ისევ ორამდე გაზარდა, მაგრამ გიორგი ლომთაძემ (89) „დინამოს“ კარი მეორედ აიღო. თუმცა „გაგრამ“ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

29 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 45 ქულა დააგროვა და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, ხოლო „გაგრა“ (26) მე-8 ადგილზეა.