დიდი ალბათობით, უმწვრთნელოდ დარჩენილ თბილისის „ლოკომოტივს“ გია ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს – არაოფიციალური ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სანდო წყარომ დაუდასტურა.
დღეს თბილისის „ლოკომოტივისა“ და მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის თანამშრომლობა შეწყდა – გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად ფრუიძე 30 მარტს დაინიშნა. მან სულ ორი შეხვედრა ჩაატარა – ერთი ფრედ დაასრულა, ერთი წააგო და გუნდს დაემშვიდობა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს „საბურთალოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი უხელმძრვანელებს, თუმცა ჯერ ამის შესახებ კომენტარს არც კლუბი აკეთებს და არც ჭიაბრიშვილი.
საქართველოს პირველ არხის ცნობით, ჭიაბრიშილის საკითხი გადაწყვეტილია და მის დანიშვნაზე განცხადების გავრცელებას ან პრესკონფერენციის გაამართვას „ლოკომოტივი“ უახლოეს პერიოდში აპირებს.