ჩერნიგოვში რუსეთის ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა
ჩერნიგოვში რუსეთის ძალების მიერ საცხოვრებელი რაიონებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, 14 მარტს რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე არტილერიამ დააზიანა ჩერნიგოვის ეროვნული ინსტიტუტის შენობა, სადგურის მიმდებარედ მდებარე ბაზარი, საცალო-საბითუმო ბაზა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, წყალსადენის სატუმბი სადგური, ადმინისტრაციული შენობა და ოთხი სატრანსპორტო საშუალება.
რუსეთის ძალების ქმედებებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.