ჩერდანცევმა პრემიერლიგაში საუკეთესოდ კვარაცხელია აღიარა - ქართველი შემტევი დრიბლინგებში პირველია #1TVSPORT
„მატჩ ტვ“-ის ცნობილმა კომენტატორმა გიორგი ჩერდანცევმა რუსეთის ჩემპიონატის დასრულებული სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.
„ვფიქრობ, ამ სეზონში ნამდვილ წარმატებას მიაღწიეს „რუბინმა“ და „სოჭმა“, გუნდებმა, რომელთაც მოთამაშეთა მოკრძალებული რესურსი ჰქონდათ. კონფერენციათა ლიგაზე მოხვედრა მათთვის დიდი წარმატებაა. ჩემი აზრით, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა. მან ამ სეზონში ნამდვილად გაიბრწყინა და „რუბინის“ ევროსარბიელზე დაბრუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“, – წერს ჩერდანცევი თავის Telegram არხზე.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია 2020/21 წლების სეზონში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორი გახდა – ამ ნომინაციაში ქართველი უდავო ლიდერია და მის ანგარიშზე 301 წარმატებული დრიბლინგია, ანუ 53% საერთო რაოდენობის – საშუალოდ თითო მატჩზე 13 დრიბლინგი.