„რომას“ თურქი ვუნდერკინდის, ჩენგიზ იუნდერისთვის ბრძოლაში „არსენალი“ გახდა ფავორიტი.
იტალიური პრესის ინფორმაციით, სწორედ ლონდონური კლუბი დაწინაურდა იმ გრანდებთან ბრძოლაში, რომლებსაც 21 წლის შემტევის გადაბირება სურთ. ზამთრის უახლოესი სატანსფერო პაუზისას, „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის უპირველესი სამიზნე სწორედ იუნდერი იქნება.
„არსენალის“ გარდა, თურქის ხელში ჩაგდებას ეცდებიან – „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“. ჩენგიზის ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ ევროს შეადგენს.
ჩენგიზ იუნდერმა სერია A-ში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა